„კომპანია ორბიტა“ დაარსების დღიდან საქართველოს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. კომპანიის სტრატეგიაა შესთავაზოს მომხმარებელს სიახლე და გააფართოვოს ასორტიმენტი, ასევე თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით გააუმჯობესოს მომსახურეობის დონე. აგრეთვე დაამყაროს ახალი ურთიერთობები მსოფლიოში წამყვან ბრენდებთან.

       კომპანიის მიზანია მუდამ წარმოადგინოს პროფესიონალიზმი ყველა მიმართულებაში, დისციპლინა და მუდმივად უზრუნველყოს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება. ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას განაპირობებენ ჩვენი თანამშრომლები, ასევე მუდმივი განვითარება და ლიდერობა სადისტრიბუციო სფეროში.